17 June 2010

ფენ–შუი ნი ფენ–შუი...


ადამიანები უხსოვარი დროიდან ცდილობდნენ საცხოვრებელი გარემო ისე მოეწყოთ, რომ თავი მშვოდად ეგრძნოთ და ცხოვრების წესი გაეუმჯობესებინათ. ჰარმონიის მისაღწევად უამრავი ხერხი არსებობს, ერთ-ერთი საშუალება კი 4 ათასი წლის ისტორიის მქონე ჩინური მეცნიერება ფენ-შუია, რომელიც მთელ მსოფლიოში და ბოლო დროს საქართველოშიც საკმაოდ პოპულარულია.

ასე მგონია, რომ საქართველოში ფენ-შუის მიხედვით ოთახების მოწყობა უფრო პოპულარული მას შემდეგ გახდა , რაც თბილისში ჩინური მაღაზიები გაიხსნა.თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, დასავლეთში ფენ-შუით საზოგადოების გატაცება უკვე საუკუნეებს ითვლის. ევროპაში ფენ-შუის მეცნიერება ჩინეთში მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ქრისტიამნა მისიონერებმა ჩაიტანეს. თავდაპირველი არასერიოზული მოდგომის მიუხედავად, დროთა განმავლობაში ფენ-შუის დახმარებით ჰარმონიის დამკვიდრება საოცრად მოდურ და სარფიან საქმედ იქცა. ამით ისარგებლეს თანამედროვე დიზაინერებმაც და ამ ჰარმონიისა და სიმშვიდის შექმნის შესაძლებლობას საკმაოდ სოლიდური ფასიც დაადეს.

”ფენ-შუი გახდა ოთახების დიზაინის ნაწილი დასავლეთ სამყაროში და ის, ვინც საკუთარ თავს ფენ-შუის ხელოვანს ეძახის საკმაოდ დიდ თანხას ითხოვს იმისთვის , რომ ადამიანებს ასწავლოს როგორ უნდა იხსნებოდეს კარი მის ოთახში, ან როგორ უნდა ჩამოკიდოს საგნები” - ამბობს ცნობილი ამერიკელი მწერალი და ფილოსოფიის პროფესორი რობერტ კეროლი.

ინგლისში ფენ-შუის სპეციალისტის რამდენიმე საათით სახლში მიყვანა საშუალოდ 800 დოლარი ღირს, 2 ოთახიანი ბინის მოწყობა 200 დოლარიდან ზევით, ხოლო ოფისების - 1000 დოლარი ჯდება. ნიუ-იორკში ფენ-შუის ინსტიტუტში კომპეტენტურ პირთან გასაუბრება 800 დოლარამდე ღირს, ხოლო მოსკოვში ერთი კვადრატული მეტრის დამუშავებას 5-10 დოლარად, ხოლო ოფისის მოწყობას 10 დოლარად აფასებენ. თბილისში კი ფენ-შუის პრინციპებით ოთახის 1 კვადრატული მეტრის მოწყობა 20-30 დოლარი ჯდება.

თუმცა ფენ–შუის პრინციპებით სახლის მოწყობა დიზაინერების დახმარების გარეშეც შესაძლებელია. ასე მაგალითად: ოთახებში უნდა მოერიდო ზედმეტად გადამუქებულ კედლებს, საზინებელ ოთახს მოაშორო ყველანაირი ელექტრო ტექნიკა (კონდიციონერის გარდა:) საძინებელში არ დაკიდო მოსაწყენი გამოსახულებები; ოთახი არც ჩააბნელო და არც გადაანათო, იმიტომ რომ სინათლე ენერგიის წყაროა; მოკლედ ოთახებოს მოწყობის ძალიან ბევრ ხერხს გვთავაზობს ეს ფენ–შუი მაგრამ, ჩემი გამოცდილებით ზემოთ ჩამოთვლილი რჩევებიც საკმარისია და თუ ძალიან დაინტერესდი ლინკიც დავდე და ნახე!


P.S რეალური სიტუაცია კი ასეთია: სამსახურიდან დაბრუნებული ქმარი, რომლის ერთადერთი სურვილიც მისაღებ ოთახში მდგარ სავარზელზე მოკალათება და საყვარელი გადაცემის ყურებაა სახლში შესული ამჩნევს, რომ ყველაფერი გადაადგილებული და აბსოლუტურად შეცვლილია. ქმარი გაოცებული და ნერვებმოშლილია, სამზარეულოდან კი მეუღლე გამოდის მშვიდი სახით და ეუბნება...იცი, საყვერელო, მე ფენ–შუიმ გამიტაცა!