15 June 2010

" ადრე ტაქსი უნდა დაგეჭირა ახლა კი კლიენტი უნდა დაიჭირო"



ორდიპლომიან ტაქსისტებზე ისტორიები ყველას მოგვისმენია. მიუხედავად იმისა, რომ თავად ტაქსისტები მძღოლობას საკმაოდ დაბალშემოსავლიან, ზოგჯერ სათაკილო საქმიანობადაც კი მიიჩნევენ, მათივე თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში თბილიში ტაქსების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა და მგზავრების "დაჭერა" სულ უფრო რთული ხდება. აქვე კიდევ ერთი პრობლემაა, ლიცენზია ძალიან ცოტა ტაქსისტს აქვს, რაც ხელს უშლის როგორც "ლიცენზირებული ტაქსისტების" შემოსავლის ზრდას, ასევე ქვეყნის ბიუჯეტის შევსებას.
მე და ჩემმა უნივერსიტეტელმა მეგობრებმა ჩვენი ლექტორის, ნიკ კლეიტონის დახმარებით გადავწყვიტეთ ორი თბილისში მცხოვრები ტაქსისტის ისტორიაზე დაყრდნობით გაგვეკეთებინა სიუჟეტი, სადაც ისინი თავის პრობლემებზე ისაუბრებდნენ. სიუჯეტის სანახავად "დააჭირეთ" სათაურს!


P.S სიუჟეტი ცუდი გამოვიდა, მაგრამ პირველი ცდაა მაინც და თავს ამით ვინუგეშებ!

0 comments:

Post a Comment