15 June 2010

ჰარე კრიშნა საქართველოში























ქართული საზოგადოებისთვის ძნელი წარმოსადგენია ისეთი ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ხორცის ჭამაზე, არ მოიხმარს თამბაქოს, ალკოჰოლს, არ სვამს ჩაის და ყავას. თუმცა ასეთი ადამიანები არსებობენ. ისინი არც ავადმყოფები არიან და არც სპორტსმენები, უბრალოდ მათ ინდური სარწმუნოება " ჰარე კრიშნა" აერთიანებთ.
კრიშნა არის ღვთება ინდუისტურ რელიგიაში. თუ დავუჯერებთ სანკრისტულ ტექსტებს, იგი არის ახალგაზრდა უფლისწული, რომელიც ადამიანს ფსიქოლოგიურ მიმართულებებს აჩვენებს. კრიშნას მიმდევრების მთავარი პრინციპი, მათივე თქმით, საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელშეწყობაა. როგორც ვთქვი, კრიშნაიდები არიან ვეგეტარიანელები და მხოლოდ ნატურალურ წვენებს სვამენ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ეს ქართულ კულტურასთან არც ისე ახლოს დგას საქართველოში ეს მიმდინარეობა 90–იანი წლებიდან არსებობს და თბილისში დაახლოებით 800 კრიშნას მიმდევარი ცხოვრობს.
კრიშნას ტაძარში სხვადასხვა ასაკის, სქესისა და გასაკვირია, რომ რელიგიის წარმომადგენლებსაც შეხვდებით. მაგალითად 60 წლამდე ალექსანდრა, რომელიც მანამდე მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო, დღეს კრიშნას ტაძარში სხვადასხვა ვეგეტარიანულ კერძებს ამზადებს. როგორც მან თქვა, კრიშნას საზოგადოების შესახებ აფხაზეთში ყოფნის დროს კგბ–ს ერთ–ერთი თანამშრომლისგან შეიტყო, ნინო 22 წლისაა და დღემდე მართმადიდებელია, თუმცა როგორც თქვა, მას გარემო, მუსიკა მოსწონს. თითეული მათგანი აღნიშნავს, რომ სანამ ვეგეტარიანელები გახდებოდნენ ვერ წარმოედგინათ საჭმლის გაკეთება ხორცის გარეშე, თუმცა მერე აღმოაჩინეს, რომ ძველ ინდურ სამზარეულოში არის ათასობით ვეგეტარიანული კერძი.
კრიშნას საზოგადოების ტაძარი პატარა გლდანში საკმაოდ მყუდრო ქუჩაზე მდებარეობს. შენობა მაღალია და კედლები თეთრად არის შეღებილი. სანამ ტაძრამდე მიხვალ ჯერ ეზო უნდა გაიარო, რომლის კარიც ყოველთვის ღიაა. ეზოში მარცხნივ არის მაღაზია, სადაც იყიდება წიგნები და კრიშნასთან დაკავშირებული აქსესუარები – ფასები დაბალია და არც არავის გაიძულებს რამის შეძენას. მაღაზიიდან მარცხნივ არის წიგნების საცავი, სადაც კიბით ჩადიხარ. ეს წიგნები ტაძარში უფასოდ რიგდება. საცავის ქვევით არის ბაღი სადაც კრიშნას ერთგულებს ვეგეტარიანული კერძებით უმასპინძლდებიან. თვითონ ტაზარი საკმაოდ მოკრძალებული, მაგრამ სასიამოვნოა. ირგვლივ კრიშნას ქანდაკებები, სურათები და უამრავი ყვავილია.
რაც შეეხება რიტუალს ის შემდეგნაირია:
  • ლექცია ( კითხულობს კრიშნას ცნობიერების საზოგადოების პრეზიდენტი)
  • პრასადი (საკვების მიღება, რომელსაც თავდაპირველად კრიშნას სთავაზობენ)
  • ცეკვა, სიმღერა.. ( ყველაფერი ღმერთების გასამხიარულებლად)
მიუხედავად იმისა, რომ კრიშნას მიმდევრები საკმაოდ ლოიალურად/ლიბერალურად განწყობილები არიან საზოგადოების თითოეული წარმომადგენლის მიმართ ზოგისთვის კრიშნას საზოგადოება საშიში და უცნაური სექტაა. ტაძარში ამაზე საკმაოდ ბუნებრივად საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ "კონფლიქტი მხოლოდ სიტყვიერ დონეზეა და ჩარჩოებში ზის."
ჰარე კრიშნას მიმდინარეობა პოპულარული იყო 60–70–იანი წლების ამერიკაში, რაც აისახა ჯგუფ "ბითლზების" სიმღერებსა და სხვადასხვა რეჯისორების ფილმებშიც. მაგალითად მილოშ ფორმანის ფილმ– მიუზიკლში "თმა" სადაც ჩანს, რომ ჰიპებს შორის კრიშნაიზმი საკმაოდ პოპულარული მიმდინარეობაა. ეს ფაქტი ახალ გადაღებულ ფილმებშიც აისახა, მაგალითად რამდენიმე წლის წინ გადარებულ "ბითლზების" მუსიკაზე აგებულ მიუზიკლში "Across The Universe" ნაჩვენები არიან კრიშნაიდი, რომლების მატრებელში "ბედნიერებას ავრცელებენ". ეს გასაკვირი არაა, რადგან ჰარე კრიშნას მიმდინარეობა ინდოეთიდან ამერიკაში კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების დამაარსებელმა – პრაბჰუპადამ 1966 წელს გაავრცელა. მას შემდეგ კრიშნაიზმი საკმაოდ განვითარდა და გახდა მსოფლიო მასშტაბის რელიგიური მიმდინარეობა დაახლოებით 10 000 ტაძრითა და 250 000 შეკრულ–შეკრებილი ერთგულებით.
თუმცა იმის გამო, რომ საქართველოში სულ სხვა კულტურული ფასეულობებია, კრიშნაიზმმა გარკვეული სახეცვლილება მაინც განიცადა, თუმცა მისი ძირეული პრინციპები და მისია იგივე დარჩა. ფაქტი კი ისაა, რომ ყველაფრის მიუხედავად ეს მიმდინარეობა თბილისში არსებობს და საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესსაც იწვევს.

2 comments:

pasumonok said...

me mgoni gasakviria rom egeni sakartveloshi tavisuplad arseboben da aravin arbevs. tavistvis arian ra...
shemi iogis masacavlebeli magatgan surnelovan chxirebs kidulobs-xolme. magat indoetidan akvto. saidan, kacma ar icis.isinic albat vinmesgan kiduloben...

Anonymous said...

saidumloa konkretulad sad aris mati tadzari?

Post a Comment